საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეები
1. პროექტის სახელი: "საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეები"
2. პროექტის მოკლე აღწერა: სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა სამუშაო ჯგუფები აწყობენ ექსსპედიციებს ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში:მთაში, ბარში, მდინარის ნაპირებზე, ტყეებში, ეძებენ საქართველოში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებს, სწავლობენ მათი გავრცელების არეალს, აკვირდებიან მათ ზრდა-განვითარებას, იღებენ სურათებს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მათი საცხოვრებელი ადგილის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე არესებულ სამკურნალო მცენარეებს. ახდენენ დაკვირვებას მათ ზრდა-განვითარებაზე სეზონების მიხედვით, აკვირდებიან მათ აღმოცენებას, ყვავილობას, ნაყოფიერებას. იკვლევენ თითოეული ჯიშის თავისებერებებს. შესასწავლ მცენარეებზე იძიებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას წიგნებსა და ინტერნეტში, კერძოდ, ამ ჯიშის რამდენი სახეობაა გავრცელებული საქართველოში, როდემდე გრძელდება მათი სავეგეტაციო პერიოდი,ეკოლოგიური ვალსაზრისით როგორ ადგილებში უნდა შეგრობდეს, რამდენი ხანია რაც ადამიანები იყენებენ სამკურნალოდ, როგორ გარემოში უხდებათ არსებობა, როგორ ნიადაგში ხარობენ, როდის უნდა მოხდეს მათი შეგროვება, რომ არ დაკარგონ სამკურნალო თვისებები. აგრეთვე აგროვენებ ინფირმაციას მატი სამკურნალო თვისებების შესახებ. მოსწავლეები იღებენ სურათებს, ქარგავენ, ხატავენ, ამზადებენ ჰერბარიუმებს, აგროვებენ შემდგომი გამოყენებისათვის. აწყობენ საკუთარი ნამუშევრების და შეგროვილი მასალის გამოფენას სკოლაში. მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების ამსახველი ფოტო მასალა განთავსდება პროექტისთვის შექმნილ ბლოგში. ქიმიის ლაბორატორიაში უფრო დაწვრილებით შეისწავლიან ამ მცენარეების ქიმიურ შემადგენლობას.
4. მონაწილეთა ასაკი: 6-10, 11-14, 15-17/კლასი-6-12.
5. ვადები/ხანგრძლოვობა: 2009 წლის აპრილი- სექტემბერი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: სამკურნალო მცენარეების შეგროვება, დიაგრამების შექმნა, ელექტრონული ცხრილების შექმნა მოპოვებული ინფორმაციის დასაფიქსირებლად. შესასწავლო მცენარეების დაყოფა კლასიფიკაციის მიხედვით. შექნილი ნამუშევრებით გამოფენის მოწყობა სკოლაში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ბლოგებს, სადაც ისინი გამოაქვეყნებენ ექსპერიმენტული დაკვირვების და ჩარატებული ცდების შედეგებს შედეგებს. შეადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს, შემნიან ჰერბარიუმებს, ნახატებს, ნაქარგებს, გააკეთებენ ალბომს და კედლის გაზეთს, მოაწყობენ პრეზენტაციას სხვადასხვა კლასისა და ასაკის მოსწავლეებისათვის, გააცნობენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორნმაციას და დაკვირვებისა და კვლევის შედეგებს.
8.სარგებელი სხვებისათვის: პროექტის განხორციელების სედეგად მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევისა და შრომის უნარს, გაიღწმავებენ ცოდნას საქართველოში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეების სამკურნალო თვისებების შესახებ. შეაგროვებენ და დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ მათ მიერ შესწავლილ მცენარეებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
11.პროექტზე მომუშავე სხვა სკოლები:
1. სამტრედიის №2 საჯ. სკოლა
2. თბილისის №55 საჯ.სკოლა
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები ამყარებენ კავშირს სხვადასხვა საგნებთან: ბოტანიკა -უკეთ შეისწავლიან მცენარეთა აგებულებას.
ქიმია - ჩატარებული ცდების შედეგად აკეთებენ დასკვნებს მცენარეთა და ნიადაგის ქიმიური შედგენილობის შესახებ. გეოგრაფია - ადგენენ ამ მცენარეების გავრცელების არეალს და ზონებს. რუსული/ინგლისური - ინტერნეტში და წიგნებში მოიძიებენ მასალებს ამ მცენარეთა შესახებ. ხელოვნება - ხატავენ, ქარგავენ, ყვავილოვან მცენარეებს ახმობენ და ათავსებენ ჩარჩოებში. ისტ - იყენებენ ინტერნეტს, საოფისე პროგრამებს.
პროექტის ფასილიტატორის სახელი და გვარი: ლელა ვარდანაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: lvardanashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებგბერდი/icttraininglela.blogspot.com
суббота, 15 ноября 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)